Friday, November 13, 2009

"არაჩვეულებრივი გამოფენა"

1.პროექტის სახელი: "არაჩვეულებრივი გამოფენა"

2.პროექტის მოკლე არწერა 1-2 წინადადებით:პროექტი ითვალისწინებს მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და მათი მონაწილეობით გამოფენის მოწყობა.

3.პროექტის სრული აღწერა: ორი დღის განმავლობაში სკოლაში მოეწყობა III კლასის მოსწავლეთა მშობლების ნამუშევრების გამოფენა.

პროექტის დასაწყისში მოხდება მოსწავლეთა მშობლებთან დაკავშირება და მათი მოწვევა სკოლაში პროექტის მიზნებისა და საორგანიზაციო საკითხების გაცნობასთან დაკავშირებით. მასწავლებლის თხოვნით მათ უნდა შეაგროვონ ხელნაკეთი ნივთები, ნაქარგები, ნახატები . . . ასევე მოსწავლეთა თვითნაკეთი ნივთები. მიზანი - მშობელთა მაქსიმალურად ჩართვაა იმ გარემოში, სადაც ბავშვები იზრდებიან და პიროვნებებად ყალიბდებიან.

პირველ დღეს - მოძიებული ნამუშევრების დახმარებით დარბაზის დეკორატიული გაფორმება

მეორე დღე - გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერომონიალი.


4. მონაწილეთა ასაკი: 8 წლის.

5. ვადები/ხანგძლივობა: ორი დღე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას : მშობლებისა და სკოლის თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება.

8.სარგებელი სხვებისთვის:მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა კლასის მოსწავლეთა მშობლები სასწავლო პროცესში.

9.სამუშაო ენა: ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ქართული ენა

12.პროექტის ფასილიტატორი: თეონა ყაულაშვილი

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tatia.yaulashvili@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი: www.tatiayaulashvili.blogspot.com